სიცოცხლით სავსე ცხოვრება
დაწყებითი საფეხურის კათედრის
პირველ სემესტრში შესრულებული აქტივობები
- მოსწავლეებს გავაცანით სკოლის გარემო. (დათვალიერება და ჯგუფური გასვლა ჰერბარიუმისთვის მცენარეების შესაგროვებლად.)
- შევძელით მოსწავლეებში შემოქმედებითობის გამოვლენა (ვინ უკრავს, ვინ მღერის, ვინ ცეკვავს, ვინ ხატავს...)
- კლასებში დავაარსეთ საკუთარი ბიბლიოთეკა. (მოსწავლეებს მოაქვთ საყვარელი წიგნები, აცნობენ მეგობრებს, უზიარებენ შთაბეჭდილებებს, კითხულობენ)
- მოეწყო ნახატების გამოფენა სახელწოდებით: „შემოდგომის სიმფონია.“
- პერიოდულად ვატარებდით კლასის კრებებს თემებზე - „მოსწავლის ეთიკა“, „მეგობრობა“, „ რა შევმატოთ სკოლის ღირსებას“ და სხვა.
- პერიოდულად მშობლებს ვაცნობდით კლასისა და მოსწავლის პორტფოლიოს.
- ჩავატარეთ დისკუსია თემაზე „ დედამიწის შორეული წარსული - მითი, თუ რეალობა?“
- დავაარსეთ მათემატიკური გაზეთი „ ცოდნის კომეტა“ .
- ვმართავდით დისკუსიებს შესწავლილ თემებთან დაკავშირებით. მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და სხვადასხვა უნარების განმტკიცების მიზნით..
- ვატარებდით დამატებით მეცადინეობებს სხვადასხვა საგანში.
- კლასებში ვმართავდით როლურ თამაშებს.
- 25 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა გაზეთის, „ჩვენი ენციკლოპედია“, დაარსებას.
- 1 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორონა თემაზე: „ბუნება მბრძანებელია“.
- 20 დეკემბერს ჟგუფურად დავესწარით სპექტაკლს.
- მოსწავლეებმა გაკვეთილზე ჯგუფურად მოისმინეს შოთა რუსთაველის ბიოგრაფია და სხვა აუდიო - ვიდეო მასალა. ამასთან დაკავშირებით შეასრულეს დავალება: „რა ვიცოდი, რა გავიგე და რა მინდა ვიცოდე.“
- მოსწავლეებმა კომპიუტერის საშუალებით სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე ჯგუფურად დაათვალიერეს ხელოვნების ნიმუშები.
- ვახტანგ გორგასალის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს მიეცათ დავალება, მოეძიათ მასალები ქართველ მეფეებზე.
- მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო კალიგრაფიის კონკურსში სახელწოდებით „ მე ვწერ ლამაზად“.
- 16 დეკემბერს გამოვაცხადეთ მათემატიკის კვირეული და მთელი კვირა ტარდებოდა პრეზენტაციები მათემატიკაში დაწყებითი საფეხურის კლასებში.
- მოსწავლეები მოვამზადეთ ახალი 2012 წლის კარნავალისთვის, რომელიც ჩავატარეთ 22 დეკემბერს.
- მოსწავლეებს გავუმზადეთ სიგელები ვიქტორინებში წარმატებით მონაწილეობისათვის და საუკეთესო მათემატიკური გაზეთის შედგენისათვის.
კათედრის თავმჯდომარე: მანანა შიოშვილი
12.12.2011
Комментариев нет:
Отправить комментарий