მანანა შიოშვილის პორტფოლიო

ინტერაქტიური სწავლა-სწავლება

Страницы

  • მასწავლებელთა სახლი
  • რითმა ქართული
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • სერტიფიკატები და ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • სასწავლო აქტივობები
  • Главная страница

четверг, 23 июня 2016 г.

ექსკურსიები



































ნეკრესი და ყველაწმინდა


Автор: მანანა შიოშვილი на 08:22:00
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest

Комментариев нет:

Отправить комментарий

Следующее Предыдущее Главная страница
Подписаться на: Комментарии к сообщению (Atom)

მასწავლებელი


1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
გაბრიელა მისტრალი


ჯორჯ პოიას ,,მასწავლებლის ათი მცნება"
1.გაინტერესებდეს საქმენი შენნი.
2.იცოდე საგანი შენი.
3.უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, ოდეს თავად აღმოაჩენ.
4.ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა,რას ელიან შენგან, პატივ-ეც სატკივარსა მათსა, ძალ-გედვას მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.
5.არა თაყვანი - ეც მწირსა ინფორმაციასა, ისწრაფვოდე, დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრული მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6.დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7.დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8.ჰპოვე ამოცანაში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9.არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რაითა თავად მოწაფემან გამოიცნოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ, თავად იპოვონ, რაც შეიძლება მეტი.
10.კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა.
იყო კარგი მასწავლებელი, ეს ძალიან რთულია.
იყო კარგი მასწავლებელი, ეს გმირობის ტოლფასია.
იყო კარგი მასწავლებელი, ეს ბედნიერებაა.

,, ---მაას, ცოტა მკაცრი ხართ, მაგრამ სამართლიანი!" - ეს ჩემი მოსწავლეების შეფასებაა. ცოტა არ იყოს ტრაფარეტული ფრაზაა, თავიდან არ მომეწონა. მერე ეს ნათქვამი კომპლიმენტადაც მივიღე და კრიტიკადაც. ალბათ იმიტომ, რომ მინდა მომთხოვნი ვიყო და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა მოვთხოვო მათ, მეორე მხრივ, შევფიქრიანდი, ზედმეტად ხომ არ ვმკაცრობ?... მინდა, ,,ოქროს შუალედი" მოვნახო: ვიყო მომთხოვნი, თან თბილი და მოსიყვარულე!!!
ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ...
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ,,მასწავლებლობანა". ჩამოვამწკრივებდი თოჯინებს და ვუტარებდი გაკვეთილებს. მოსწავლეების სიაც მქონდა ,,ჟურნალში". როგორც წესი, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდი უფრო ხშირად, ,,ვაყოლებდი" ზღაპრებს, მოთხრობებს, ლექსებს... რა თქმა უნდა, მეც ვყვებოდი და მერე მასწავლებლის პოზიციიდან ვაფასებდი, ნიშნებს ვწერდი, ძირითადად, ხუთიანებს. ყველაზე მეტად რუსულის გაკვეთილებს გავურბოდი, რადგან მეგონა, სამშობლოდან შორს მივემგზავრებოდი, ძალიან შორს...
მიყვარდა მათემატიკა, ამ საგნის ცოდნას აუცილებლობად ვთვლიდი ყველა სპეციალობის ადამიანისთვის და ჩემი ვარაუდი გამართლდა: დღეს ყველა აბიტურიენტს მოეთხოვება მათემატიკის ცოდნა ზოგადი უნარების გამოცდაზე.
ჩემი მასწავლებლობით გატაცება წიგნების კითხვაში გადაიზარდა. წიგნებს არავინ მირჩევდა, ამიტომ ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში ჩამივარდებოდა. თვითონ გავერკვიე ავსა და კარგში, ნამდვილი და მდარე ლიტერატურის გარჩევაც თავად მოვახერხე. მგონია, რომ არცთუ ურიგო მკითხველი ვარ... მერე იყო უნივერსიტეტი, ჩემი ახდენილი ოცნება... ნათელი, მოაზროვნე ადამიანებით სავსე დიდი ტაძარი... ბოლოს სკოლა... ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმე ვიპოვე, ბედნიერი ვარ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო...
ვოცნებობ კარგ მასწავლებლობაზე (ჯერ ისევ ვოცნებობ...) თუმცა არც ენერგიას ვიშურებ ამის მისაღწევად... მოვლენების ცენტრში ვარ... ვსწავლობ და ვასწავლი...
ვოცნებობ, ჩემმა შრომამ მოსწავლეთა, თუნდაც მცირე ნაწილის, ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს, მათთვის კარგი მეგზური ვიყო...
ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ...
...
P.S. თავიანთ პროფესიაზე შეყვარებული, ერთი და იმავე სპეციალობის პედაგოგები (განსაკუთრებით) შინაგანი ბუნებით ღვიძლი შვილებივით ჰგვანან ერთმანეთს და ამიტომაც არის ეს სიტყვები არაერთი მასწავლებლის სათქმელი.


ინტერაქტიური სწავლება

მასწავლებლის მიდგომა: ინტერაქტიური. მოსწავლეთა ინტერაქციის ფორმა:  1. ინდივიდუალური 2. კონკურენტული 3. კოლაბორაციული ...

ანგარიში

დაწყებითი საფეხურის კათედრის

პირველ სემესტრში შესრულებული აქტივობები

  1. მოსწავლეებს გავაცანით სკოლის გარემო. (დათვალიერება და ჯგუფური გასვლა ჰერბარიუმისთვის მცენარეების შესაგროვებლად.)

  2. შევძელით მოსწავლეებში შემოქმედებითობის გამოვლენა (ვინ უკრავს, ვინ მღერის, ვინ ცეკვავს, ვინ ხატავს...)

  3. კლასებში დავაარსეთ საკუთარი ბიბლიოთეკა. (მოსწავლეებს მოაქვთ საყვარელი წიგნები, აცნობენ მეგობრებს, უზიარებენ შთაბეჭდილებებს, კითხულობენ)

  4. მოეწყო ნახატების გამოფენა სახელწოდებით: „შემოდგომის სიმფონია.“

  5. პერიოდულად ვატარებდით კლასის კრებებს თემებზე - „მოსწავლის ეთიკა“, „მეგობრობა“, „ რა შევმატოთ სკოლის ღირსებას“ და სხვა.

  6. პერიოდულად მშობლებს ვაცნობდით კლასისა და მოსწავლის პორტფოლიოს.

  7. ჩავატარეთ დისკუსია თემაზე „ დედამიწის შორეული წარსული - მითი, თუ რეალობა?“

  8. დავაარსეთ მათემატიკური გაზეთი „ ცოდნის კომეტა“ .

  9. ვმართავდით დისკუსიებს შესწავლილ თემებთან დაკავშირებით. მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და სხვადასხვა უნარების განმტკიცების მიზნით..

  10. ვატარებდით დამატებით მეცადინეობებს სხვადასხვა საგანში.

  11. კლასებში ვმართავდით როლურ თამაშებს.

  12. 25 ნოემბერს საფუძველი ჩაეყარა გაზეთის, „ჩვენი ენციკლოპედია“, დაარსებას.

  13. 1 დეკემბერს ჩატარდა ვიქტორონა თემაზე: „ბუნება მბრძანებელია“.

  14. 20 დეკემბერს ჟგუფურად დავესწარით სპექტაკლს.

  15. მოსწავლეებმა გაკვეთილზე ჯგუფურად მოისმინეს შოთა რუსთაველის ბიოგრაფია და სხვა აუდიო - ვიდეო მასალა. ამასთან დაკავშირებით შეასრულეს დავალება: „რა ვიცოდი, რა გავიგე და რა მინდა ვიცოდე.“

  16. მოსწავლეებმა კომპიუტერის საშუალებით სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე ჯგუფურად დაათვალიერეს ხელოვნების ნიმუშები.

  17. ვახტანგ გორგასალის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს მიეცათ დავალება, მოეძიათ მასალები ქართველ მეფეებზე.

  18. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო კალიგრაფიის კონკურსში სახელწოდებით „ მე ვწერ ლამაზად“.

  19. 16 დეკემბერს გამოვაცხადეთ მათემატიკის კვირეული და მთელი კვირა ტარდებოდა პრეზენტაციები მათემატიკაში დაწყებითი საფეხურის კლასებში.

  20. მოსწავლეები მოვამზადეთ ახალი 2012 წლის კარნავალისთვის, რომელიც ჩავატარეთ 22 დეკემბერს.

  21. მოსწავლეებს გავუმზადეთ სიგელები ვიქტორინებში წარმატებით მონაწილეობისათვის და საუკეთესო მათემატიკური გაზეთის შედგენისათვის.


კათედრის თავმჯდომარე: მანანა შიოშვილი

12.12.2011


ენის ნორმები


რა უნდა ვიცოდეთ მართლწერისა და მართლმეტყველებისათვის:

I ნაწილი.
  • ვწეროთ სუფთად და ლამაზად.
  • ახალი აზრი დავიწყოთ აბზაცით.
  • დავიცვათ მინდორი,არე.
  • სიტყვა ჯერ დავმარცვლოთ და ისე გადავიტანოთ.
გადატანისას უნდა გვახსოვდეს:
ა) სიტყვა ჯერ დავმარცვლოთ და ისე გადავიტანოთ.
ბ) სიტყვაში რამდენი ხმოვანიც არის, იმდენი მარცვალია. მარცვალი არის ღია და დახურული.
გ) თუ სიტყვაში რამდენიმე თანხმოვანია, ერთი რჩება, დანარჩენი გადადის მომდევნო სტრიქონზე. ეს წესი ირღვევა თანდებულიანი და ზმნისწინიანი სიტყვების გადატანისას.
დ) ერთი ასოს გადატანა ან ხაზზე დატოვება, თუნდაც ის ხმოვანი იყოს და მარცვალს ქმნიდეს, არ შეიძლება.

მორფოლოგია
არსებითი სახელი
  • თანხმოვანფუძიანი სახელები შეძლება შეიკუმშოს (იკუმშება ფუძის ბოლოკიდური ა, ე, ო ხმოვნები) , ხმოვანფუძიანები კი შეიკვეცება (ა და ე ხმოვანზე დაბოლოებულები). გვაქვს გამონაკლისი სახელები, რომლებიც როგორც იკუმშება, ასევე იკვეცება. ასეთები ცოტაა ქართულში. ესენია: ფანჯარა, ქარხანა, ქვეყანა, მოყვარე, პეპელა, ტომარა და სხვა.
  • თუ სახელის ფუძე მ თანხმოვანზე ბოლოვდება, მოთხრობით ბრუნვაში ორი მ მოიყრის თავს: ლომმა, კალამმა....
  • თუ სახელის ფუძე ს-ზე ბოლოვდება, მიცემითში ორი ს მოიყრის თავს: ხალისს, დიასახლისს....
  • ვითარებთში აუცილებლად უნდა დავწეროთ დ: ველად, ქალაქად....
  • ერთმარცვლიან სახელებს წოდებითში ექნებათ ო ნიშანი: ცაო, დღეო, მზეო...
  • თუ სახელის ფუძე ზ-ზე ბოლოვდება, ზე თანდებულის დართვისას ორი ზ მოიყრის თავს: იალბუზზე, ხაზზე...
  • თუ თ-ზე ბოლოვდება, თან თანდებულის დაირთვისა, ან თანიან მრავლობითში თავს მოიყრის ორი თ: ამანათთან, ბარათთან, თითთა...
  • ნარიან მრავლობითში ნ ფუძიან სახელებს ორი ნ ექნებათ: შევარდენნი, ყორანნი...
  • თუ სახელის ფუძე ბოლოვდება ე-ზე, ებიან მრავლობითში ორი ე ექნება: ხეები, დღეები...
  • ია-ფუძიანი სახელები კი ორ ი-ს დაირთავენ კვეცად ბრუნვებში: გალიის, ნალიის...
  • ქართულში გვაქვს თავისებურად ბრუნებადი სახელები: თვალი--თვალის, თვლის;ხუცესი--ხუცესის, ხუცის; წელი--წელის, წლის; ტოროლა--ტოროლასი, ღვინო--ღვინის; და ასე შემდეგ.

II ნაწილი.
რიცხვითი სახელი
  • ფუძეგაორკეცებული რიცხვითი სახელები და სხვადასხვა ფუძის შეერთებით მიღებული სახელები იწერება დეფისით: სამ-სამი, ხუთი-ექვსი...
  • ასის ქვემოთ რთული რიცხვითი სახელები და ასის ზევით მხოლოდ ასეულები იწერება ერთად: ოცდახუთი, ას ხუთი....
  • სიტყვა ნახევარი დეფისით გამოეყოფა ყველა სიტყვას: თვე-ნახევარი, წელიწად-ნახევარი, შვიდ-ნახევარი...
  • რიგობით რიცხვით სახელებს რომაული ციფრებით ჩაწერისას თავსართ-ბოლოსართი არ დაეწერება: XIX საუკუნე, XXI ....
  • არაბული ციფრებით ჩაწერისას კი საჭიროა გვახსოვდეს: მე- თავსართი დაეწერება იმ რიცხვითებს, რომლებიც იწყება მე-თი: მეათე-მე-10; ე კი იმათ, რომლებიც არ იწყება მე-თი: ოცდამეათე -- 30-ე;
  • გამონაკლისია -- 1-ლი. პირველი.
ნაცვალსახელი
  • I და II პირის ნაცვალსახელებს ნათესაობით ბრუნვაში ნიშანი არ უნდა, თანდებული დაერთვის ფუძეს: ჩემკენ, შენ მიერ, ჩვენ შესახებ...
  • ასევე I და II პირის კუღვნილებით ნაცვალსახელებს კი მიცემითში ს ნიშანი აუცილებლად დაეწერება, თუ ის არსებითთან ერთად იბრუნება: ჩემს წიგნს, შენს ამბავს...
  • თავისი და მისი -- ორივე მესამე პირის კუთვნილებას აღნიშნავს, მაგრამ შეცდომა რომ ავიცილოთ, გვახსოვდეს: თავისი ნიშნავს საკუთარს, მისი კი -- სხვისას.
  • კითხვითი ნაცვალსახელი რა მრავლობითში იქნება რაები.
  • განუსაზღვრელობითი ვიღაცა, რაღაცა... მრავლობითში იქნება ვიღაცები, რაღაცები...
  • ერთი და იგივე თავისებური ნაცვალსახელია, იგი ორფუძიანია, ასეთი ფუძით მხოლოდ სახელობითში იქნება, ყველა დანარჩენ ბრუნვაში კი ექნება სხვა ფუძე - ერთი და იმავე...


III ნაწილი
ზმნა
  • თუ ზმნის ფუძე იწყება ვ თანხმოვნით, ან ო და უ ხმოვნებით, I სუბიექტურ პირში დაირთავს ვ ნიშანს: ვვარჯიშობ, ვოცნებობ, ვუამბობ...
  • ერთპირიან და ორპირიან გარდამავალ ზმნებს აღნიშნული პირის ნიშნები არ უნდა.
  • თუ ზმნა მ-თი იწყება I ობიქტურ პირში ორი მ მოიყრის თავს: მმართებს...
  • თუ ზმნა იწყება გ-თი II ობიქტურ პირში თავს მოიყრის ორი გ: გგონია...
  • თუ ზმნა იწყება გვ-თი, მაშინ I ობიქტურ პირში თავს მოიყრის ორი გვ: დაგვგვიანებია...
  • თუ ზნმა სამპირიანია ან ორპირიანი გარდაუვალი, II და III პირში ექნება ს ან ჰ თავსართები.
  • თუ ზმნის საწყისი ფორმა ბოლოვდება -ვა მარცვლით, მაშინ მის ზმნურ ფორმას ექნება ავ- თემის ნიშანი: ბარვა--ვბარავ, ხატვა--ვხატავ....
  • თუ საწყისი ბოლოვდება -მა მარცვლით, ზმნას ექნება -ამ თემის ნიშანი. შენიშვნა: გამონაკლისია ზმნა-ჩანთქმა--ნთქავს.
  • -ავ და -ამ თემის ნიშნები ზმნას აუცილებლად გადაჰყვება III სერიის I თურმეობითში: დამიხატავს, წამიკითხავ, შემისვამს...
  • -ავ და -ამ თემისნიშნიანი ზმნების თემის ნიშნის გარეშე ხმარება არ შეიძლება მეშველზმნიან ფორმებში: მინახავხარ...
  • ხმოვანმონაცვლე ზმნებს თემის ნიშანი არ უნდა: გლეჯს, კრეფს...
  • ზმნისწინის ხმოვნის შეცვლა არ შეიძლება: მაიტა, წეიღე....
  • ძველი ზმნისწინების: აღ- და გან- განცალკევება და თანხმოვნის მოშორება არ შეიძლება: აღვნიშნე, განვათავისუფლე... ( გამონაკლისებია-ვაღიარებ, ავღორძილდი.)
  • თუ ზმნა იწყება ა-თი ან საარვისო ქცევის ფორმაა, ორი ამ სამი ა მოიყრის თავს: აანთო, გააანალიზა...
  • თუ სათავისო ქცევაშია, ორი ი- მოიყრის თავს: მიითვისა.
  • თუ სასხვისო ქცევაშია და ზმნა უ-თი იწყება, ორი უ მოიყრის თავს: უუმჯობესებს...
  • შუალობითი კონტაქტის ფორმებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს -ინ ან -ევინ ნიშნები: აკეთებინებს, აშლევინებს....
ზმნიზედა
  • ფუძეგაორკეცებული ზმნიზედები იწერება დეფისით: მაღლა-მაღლა, ნელ-ნელა...
  • და-თი შეერთებული ზმნიზედები იწერება ერთად: ფეხდაფეხ, ცხენდაცხენ....
  • თუ ზმნიზედა მიღებულია ვითარებითი ბრუნვის ფორმით, აუცილებლად დ ბოლოსართი ექნება: ლამაზად, ნათლად...
  • თუ მიღებულია მოქმედებითი ბრუნვის ფორმით, ექნება თ ბოლოსართი: ზევით, ქვევით...

რეფერატები

სამი სტილის თეორია
სტილისტიკა, როგორც ენათმეცნიერების დარგი, XIX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. მანამდე, მსმენელზე ზემოქმედების მოსახდენად , უფრო რიტორული ხელოვნება იყო განვითარებული. დიდ ორატორებად ითვლებოდნენ ათონელი დემოსთენე (ძვ.წ.აღ.384-322 წწ.) და ბერძენი არისტოტელე (ძვ.წ.აღ.384-322 წწ.). არსებობს საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომი ,,რიტორიკა“. აქ ავტორი სტილის საკითხებზეც საუბრობს.
ძველ რიტორებს მიაჩნდათ, მეტყველებამ რომ სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოს, არ კმარა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა უნდა ითქვას, არამედ აუცილებელია ეს სათანადოდ ითქვას. პირველ რიგში სტილი უნდა იყოს ნათელი, ცხადი, მკაფიო, სასაუბრო თემის შესაფერისი. არ ვარგა, როცა უბრალო საკითხზეც კი მაღალფარდოვნად საუბრობენ. როგორც თეორიტიკოსები ამტკიცებდნენ, მეტყველების ფორმა უნდა შეეფერებოდეს იმ საგანს თუ მოვლენას, რომელსაც ის ეხება. ალბათ, ამან დაუდო სათავე შემდგომში ე.წ. სამი სტილის თეორიას.
სამი სტილის თეორიას იცავდნენ საფრანგეთში ნიკოლა ბუალო (XVIIს.), რუსეთში - მიხეილ ლომონოსოვი (XVIII ს.), საქართველოში კი - კათალიკოსი ანტონ პირველი ((XVIII ს.). ანტონი ცდილობდა სალიტერატურო ენაში დაემკვიდრებინა ძველი სასულიერო მწერლობის ნორმები, რომლებიც ამ დროისთვის უკვე მოძველებული იყო და მრავალ გაუგებრობას ქმნიდა. უკვე XIX ს. საქართველოში ხმა აიმაღლეს სამი სტილის თეორიის წინააღმდეგ, როდესაც გ. ერისთავის ,,გაყრა“ გამოქვეყნდა. შემდეგ კი ილიას სახელს უკავშირდება ამ თეორიის გაბედული კრიტიკა და ბრძოლა ენის სიწმინდის დასაცავად. სამი სტილის თეორიის დამცველებს მიაჩნდათ, რომ ,,მაღალი საგნისთვის მაღალი ენა უნდა გამოეყენებინათ, საშუალოსთვის - საშუალო, ხოლო მდაბიო საგნებისთვის-მდაბიო ენა“. ცნობილია სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ჟურნალ ,,ცისკარში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც ილიას მიმართავს: ,,სადაც იხმარება ნაცუალსახელი ,,იგი“, ამ მაღალ სიტყვას ზმნიზედა შეეფერება და არა სრულიად მდაბიური ლექსი ,,როცა“, რომლითაც იწყება პირველივე სიტყვა .... თქუენის კრიტიკისა“. ილიას პასუხი, როგორც ყოველთვის, ახლაც შეუვალი იყო: ,,განა ყველა საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრივობის სიბრძნის გამომთქმელი?... მაშასადამე, ყოველი საგანი ერთნაირად გამოითქმის“. ეს ,,როცა“ ჩვენთვის არის დღეს ჩვეულებრივი და უწყინარი სიტყვა, თორემ ძველად ის თურმე ,,მდაბიო ლექსი“ ყოფილა. აკაკიც იხსენებს ბევრ შემთხვევას, როცა მას ,,ძველი დარბაისლური ქართულის დამცველები“ ურჩევდნენ, ხელი აეღო მდაბიო ენით ლექსების თხზვაზე. ,,შენს ლექსებს განსაკუთრებით ქალები იმღერიან, და ვაი თუ მაგ შენს ენას მიეჩვიონ და გადაიგდონ გულიდან ძველი დარბაისლური ქართული“,- წერდა ერთ-ერთი ,,დამცველი“. აკაკის პასუხიც, ილიასი არ იყოს, შთამბეჭდავია: ,,გადავწყვიტე, რომ თავი დავუდვა მწერლობას, მაგრამ სახალხო ენით და არა დარბაისლურად ვწეროო“.
ბევრი მაშინდელი მოღვაწე იზიარებდა ამ თეორიას. ლ. არდაზიანის აზრითაც, ,,ორგვარი ფორმა გვაქვს ენისა: საღმთო წერილისა და საერო (სახალხო).
იმისთვის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოეცხადებინა ანტონ კათალიკოსის სკოლის მიმდევრებისთვის, დაემტკიცებინა სამსტილოვანი ენის უსაფუძვლობა და მავნეობა, მწიგნობრობის შემაფერხებელი ორთოგრაფიული ნორმები, ილიამ საბაბად რაფიელ ერისთავის თარგმანი გამოიყენა. ამ თარგმანის გამანადგურებელი კრიტიკით ილიამ დასვა და გადაწყვიტა კიდეც სლიტერატურო ენის არაერთი საკითხი.
ამგვარად, რადგან შეუსაბამობა ძველი ნორმებით დამძიმებულ სალიტერატურო ენასა და ცოცხალ ზეპირ მეტყველებას შორის საგრძნობი იყო და ბევრს აწუხებდა, თერგდალეულთა თაობამ, ილიას თაოსნობით , პრინციპული ბრძოლა გამოუცხადა სამი სტილის თეორიას და წარმატებითაც დაგვირგვინდა. სალიტერატურო ენა გახდა ხალხური, საერთო სახალხო ენა. ,,სამი სტილის თეორიის“ პრინციპებზე აღმოცენებული, ხელოვნურად შეკოწიწებული ,,მაღალი სტილი“ თვით ცხოვრებამ უარყო.
------------------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა:
ელ. ბაბუნაშვილი, სამი სტილის თეორია ქართულ მწერლობაში,მასწ. ბიბლიოთეკა. ტ.1 2009 წ.
ივ. გიგინეიშვილი, ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. მასწ. ბ. ტ.1 2009 წ.
დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.8

კვლევები


სერტიფიცირებული პედაგოგი

Моя фотография
მანანა შიოშვილი
Tbilisi, Georgia
Просмотреть профиль

სადამრიგებლო თემა: "საახალწლო წარმოდგენა"

სადამრიგებლო თემა "ბუნება მბრძანებელია"


  • სადამრიგებლო თემა "რა ალამაზებს ადამიანს"


  • სადამრიგებლო თემა "ცნება ენის შესახებ"


  • სადამრიგებლო თემა "სტუმრად თეატრში"


  • კულტურის კატალოგი


  • მხატვრული კითხვის საათი


  • თანამშრომლობა მშობლებთან


  • მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები

    გაკვეთილების ცხრილი

    მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები

    მორგეობის სია


    მოსწავლის ქცევის კოდექსი

    დამრიგებლის მიმართულებები

    სახელმძღვანელოების ნუსხა

    მანანა შიოშვილი. Тема "Простая". Технологии Blogger.